2015-05-22

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ბარკალაიამ მოაწერეს.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „მემორანდუმი ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი სტუდენტებისთვის, მათი პრაქტიკისთვის, ცოდნის განვითარებისთვის. კვალიფიციურ ექიმად ვერ ჩამოყალიბდება სტუდენტი თუ მას უშუალო კონტაქტი არ ექნა ავადმყოფთან. ექსტემალური პირობების შესწავლა-შეთვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.“
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია, რადგან მედიცინის მუშაკთა ახალი თაობა ჩვენთნ ისწავლის პაციენტის მოვლას, პირველ შეხვედრას, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას,“- აღნიშნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ბარკალაიამ.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვით მედიცინის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება, პროფესიული ცოდნისა და  აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისება და დახვეწა.     ცენტრის საჭიროებებისა და მიზნებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საგამოცდო, საატესტაციო და სხვა ღონისძიებების ორგანიზებას.
ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ საშუალება გაიარონ პრაქტიკული კურსი უშუალოდ სასწრაფო დახმარების ცენტრში,  ტრენინგ ცენტრის დახმარებით მიიღონ დამატებით ინფორმაციები, რაც ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის გაღრმავებაში.


Print

« იხ. ყველა სიახლე