2009-08-19

2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტ ერასმუს მუნდუსის გარე თანამშრომლობის ფანჯარა ლოტ 6-ის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტთა კონსცორციუმის წევრთა შეხვედრას უმასპინძლებს

ხვალ, 20 აგვისტოს, 14:00 საათზე საზოგადოებრივი რადიოს “ღია სტუდიაში“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან მიწვეულნი. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ღვედაშვილი და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ხათუნა კახიანი უნივერსიტეტში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ საგანმანათლებლო პროექტებს მიმოიხილავენ; ისაუბრებენ 2007 წელს უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებულ საბავშვო უნივერსიტეტსა და საშუალო სკოლებთან ურთიერთობის შესახებ; ასევე განიხილება თუ როგორ ხვდება ახალი სასწავლო წლის დაწყებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
Print

« იხ. ყველა სიახლე