2009-11-15

ბარათაშვილის პრემია ახალგაზრდა პოეტებისთვის!

ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს მწერალთა კავშირი აცხადებენ კონკურსს ახალგაზრდა პოეტებისთვის (ასაკი - 17–დან 30 წლამდე), ნიკოლოზ ბარათაშვილის პრემიის მოსაპოვებლად.
გაიცემა სამი ფულადი პრემია და ფასიანი საჩუქრები.
კონკურსზე წარმოდგენილი საუკეთესო ლექსები დაიბეჭდება ჟურნალ „გრაალის“ ფურცლებზე.
კონკურსისთვის პოეტებმა უნდა წარმოადგინონ ათამდე ლექსი, ფოტოსურათი და ბიოგრაფიული ცნობები.
კონკურსის ვადები: 25 სექტემბრიდან 25 ნოემბრამდე.
4 დეკემბერს, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეს, გამარჯვებულებს საზეიმოდ დააჯილდოვებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ–მუზეუმში.
მასალები გამოაგზავნეთ ჟურნალ „გრაალის“ ელ–ფოსტაზე Graali_ka@mail.ru ან წარმოადგინეთ საქართველოს მწერალთა კავშირში, მაჩაბლის ქ. #11.

Print

« იხ. ყველა სიახლე