2018-12-28

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების XIV ტომის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების XIV ტომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თედო დუნდუა, მკვლევრები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები 2018 წლის აგვისტოდან შესულია ERIH PLIUS-ში (The European Reference Index for the Humanities and the Social Sciences).

Print

« იხ. ყველა სიახლე