2016-09-09
თსუ-ს სულ უფრო მეტი სტუდენტი ისწავლის უფასოდ ევროპულ უნივერსიტეტებში
![](/data/image_db_innova/PR/Erasmus+.jpg)
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავას განცხადებით, „საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტს 2016-2018 წლებში ევროპის 19 ქვეყნის 45 წამყვან უნივერსიტეტთან დაფინანსდა მობილობები ყველა საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. ეს კი მიმდინარე სასწავლო წელს დაახლოებით 300-ზე მეტი დაფინანსებული საერთაშორისო გრანტია. აქედან 270-მდე გრანტი სტუდენტებისთვისაა გათვალისწინებული“.
2006 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 872 სტუდენტს მისცა შესაძლებლობა უფასოდ ესწავლა ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლების სხვადასხვა საფეხურზე. გასულ სასწავლო წელს თსუ-ს 200-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მობილობაში მონაწილეობა. უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლობენ იტალიის, ფინეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, გერმანიის, პორტუგალიის, ევროპის სხვა ქვეყნებისა და ჩინეთის უნივერსიტეტებში.
« იხ. ყველა სიახლე