2016-05-22
პიტ რივერსისადმი მიძღვნილი სტუდენტ-არქეოლოგთა ვარძიის რიგით მერვე საერთაშორისო კონფერენცია
![](/data/image_db_innova/PR/vardzia.jpg)
,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მერვედ ატარებს საერთაშორისო ინდივიდუალური გამოკვლევების შესაფასებელ კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობენ ამერიკისა და ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ამ კონფერენციის მიზანი სრულიად განსხვავებულია, რადგან ქართველ სტუდენტებსა და მომავალ არქეოლოგებს საშუალება აქვთ მათ მიერ ინდივიდუალურად წარმოებული კვლევის შედეგები საერთაშორისო დონეზე იყოს განხილული’’ – აღნიშნა თსუ არქეოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პროფესორმა
ვახტანგ ლიჩელმა.
სამუშაო სესიას ოქსფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორი
მაიკლ ვიკერსი უძღვება. მისი თქმით,
,,ეს არის მაღალი სტანდარტის კონფერენცია, რომელიც წლიდან წლამდე იხვეწება და მონაწილეთა რაოდენობა იზრდება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. კონფერენციის მიზანია, ქართველ პერსპექტიულ სტუდენტებს მიეცეთ საშუალება გაეცნონ სხვა არქეოლოგთა მოსაზრებებს და თავიანთი კვლევები წარმოადგინონ უცხოელი კოლეგების წინაშე’’.
სტუდენტ-არქეოლოგთა მერვე საერთაშორისო კონფერენცია გამოჩენილი ინგლისელი არქეოლოგის, სტრატიგრაფიული მეთოდის ფუძემდებლის პიტ რივერსის ხსოვნას მიეძღვნა. კონფერენციის დასასრულს სტუდენტებს კონფერენციაში მონაწილეობის სერთიფიკატები გადაეცემათ. კონფერენცია 24 მაისამდე გაგრძელდება.
« იხ. ყველა სიახლე