2015-03-26
ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე თსუ-ში
![](/data/image_db_innova/PR-2/nato.jpg)
თსუ რექტორის მოადგილის იოსებ სალუქვაძის განცხადებით, „მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დიდი ხანია მივილტვით ევრო-ატლანტიკური სივრცისკენ, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის მოსმენა თუ რა ხდება, რას მოელიან ჩვენგან და რას მოველით ჩვენ ამ ორგანიზაციისგან.“
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები უნივერსიტეტში, რომელსაც ასწლიანი ისტორია აქვს. მოუთმენლად ველი კითხვებს სტუდენტებისგან,“- განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ ტედ ვაიტსაიდმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე თსუ-ს, თავისუფალი უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, თავდაცვის აკადემიის კურსანტებს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებს ესაუბრა ნატო-ს თანამედროვე გამოწვევებსა და ნატოს როლზე სწრაფად ცვალებად მსოფლიოში.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
« იხ. ყველა სიახლე