2016-12-12
თსუ ახალგაზრდული ცენტრი ერთი წლისაა
„ნებისმიერ სურვილს, რომელიც ამ ყუთში მოთავსდება აუცილებლად განიხილავს რექტორატი და მაქსიმალურად შევეცდებით მათ განხორციელებას“- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა.
სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა 1+4 პროგრამის სტუდენტებს მიმართა: „ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი აქტიურობა და მოხარული ვიქნებით, რომ მეტი თქვენგანი ჩაერთვება სახელმწიფო საქმიანობაში. ამაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სახელმწიფო ენის ცოდნას, რასაც ეს პროგრამა ითვალისწინებს.“
თსუ ასოცირებული პროფესორის, 1+4 პროგრამის ხელმძღვანელის კახა გაბუნიას თქმით: „ აღნიშნული პროექტი გულისხმობს არაქართულენოვანი სტუდენტების სოციალურ და აკადემიურ ინტეგრაციას ქართულენოვან საზოგადოებაში. „თსუ ახალგაზრდულ ცენტრში“ გაერთიანებული არიან ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი სტუდენტები. სხვადასხვა სახის აქტივობები ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას, ენობრივი კომპონენტის გაძლიერებას.“
ღონისძიება ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ CCIIR და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
« იხ. ყველა სიახლე