2011-02-18

აკადემიური პალმის რტოს ორდენოსანი თსუ-ელები

ფრანგული ენისა და კულტურის გავრცელებაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ 16 თებერვალს განათლების სფეროში მოღვაწე სამოქალაქო პირებს „აკადემიური პალმის რტოს“ რაინდისა და ოფიცრის ხარისხის ორდენები გადასცა. მათ შორის ორდენებით დაჯილდოვდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის რომანისტიკის მიმართულების ასოცირებულ პროფესორს; ფრანგული ენის ექსპერტს ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრში; მთარგმნელს, 2009 წელს პრემია „ გალას “ მფლობელს საუკეთესო თარგმანისთვის სიბილა გელაძეს და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის სამსახურის უფროსს, ქიმიის დოქტორს; მარი ბროსეს სახელობის ფრანგულ-ქართული სკოლის დირექტორს  ვაჟა ცხოვრებაშვილს.

 
 
                                
Print

« იხ. ყველა სიახლე