2011-12-06

უნივერსიტეტებთან არსებული საბავშვო უნივერსიტეტების საერთაშორისო კონფერენცია „From Providence to Evidence“

28 – 30 ნოემბერს, ანკარის უნივერსიტეტში (ანკარა, თურქეთი), უნივერსიტეტებთან არსებული საბავშვო უნივერსიტეტების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.

მონაწილეობდა 20–ზე მეტი ქვეყნის 30 – ზე მეტ უნივერსიტეტთან არსებული
საბავშვო უნივერსიტეტების 120–მდე წარმომადგენელი, მათ შორის თსუ–საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორიც.

კონფერენციის მიზანს გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა და მომავალი საქმიანობის კოორდინირება წარმოადგენდა. კონფერენციაზე წარმოდგენილმა მასალამ წარმოაჩინა საბავშვო უნივერსიტეტების აქტიური, შემოქმედებითი საქმიანობის მრავალი საინტერესო ასპექტი, გამოავლინა ამ საქმიანობის პოზიტიური გავლენა სკოლის მოსწავლეების  ფუნდამენტური და გამოყენებითი საგნებით დაინტერესებაზე, სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე, მომავალი პროფესიის გააზრებულ არჩევაზე. კონფერენციამ კოლეგიალურ, საქმიან ვითარებაში ჩაიარა. დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.

       




Print

« იხ. ყველა სიახლე