2011-05-05

სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური კონფერენცია

5 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური კონფერენცია გაიმართა.

ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების მიერ ორგანიზებულ რიგით 71-ე სტუდენ-ტთა სამეცნიერო კონფერენციაზე  ექვსივე ფაკულტეტზე მომუშავე დარგობრივი სექცია წარმოადგინეს.

სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ.  ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო სტუდენტური ნაშრომები კრებუ-ლის სახით გამოიცემა.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის 135 წლის იუბილის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში განხორციელდა. იუბილის შემაჯამებელი საზეიმო სხდომა უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებულ პირველ კორპუსში გაიმართება. 
Print

« იხ. ყველა სიახლე