2009-05-20

19 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილმა ფიზიოლოგმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა მერაბ კოკაიამ მოხსენება („ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობა ოპტიკური და სხვა კომბინირებული გენეტიკური მეთოდებით“.) წაიკითხა.

19 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილმა ფიზიოლოგმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა მერაბ კოკაიამ მოხსენება („ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობა ოპტიკური და სხვა კომბინირებული გენეტიკური მეთოდებით“.) წაიკითხა. მოხსენება თანამედროვე მედიცინაში ნევროლოგიის ახალ მიღწევებსა და სიახლეებს ეხებოდა. ცნობილი ფიზიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მერაბ კოკაია 1994 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს შვედეთში, იგი გახლავთ ვალენბერგის ნევროლოგიის ცენტიის კვლევითი ლაბორატორიის გამგე. მრავალი მნიშვნელოვანი შრომის ავტორი. ლექციას სტუდენტებთან ერთად ფიზიოლოგები, ნევროლოგები, მედიცინის და მეცნიერების სფეროს წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

Print

« იხ. ყველა სიახლე