2019-12-19

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ 32 სახელმწიფო და კერძო (მათ შორის რეგიონალური) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. შეხვედრაზე ისმჯელეს ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მუშაობის ფორმატსა და პრინციპებსა და განსახილველ საკითხებზე.  

აღნიშნული თემატური ჯგუფი დაფუძნდა 2019 წლის 6 დეკემბერს, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მეორე სხდომაზე. თემატური ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს უსდ-ებში ხარისხის კულტურის განვითარებას დაგროვილი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, გამოწვევების განხილვისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნის გზით. ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფი იქნება პლატფორმა ხარისხის უზრუნველყოფის თემების განსახილველად და გააღრმავებს უსდ-ებს შორის თანამშრომლობას; ასევე აღნიშნული ჯგუფი ითანამშრომლებს გარე დაინტერესებულ მხარეებთან   ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე