2014-10-07

თსუ სტუდენტის წარმატება

თსუ სტუდენტის იზა თითბერიძის ფილმმა „ქალი ძველი სახლიდან“ საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა.
მეათე საერთაშორისო მოკლე ფილმების (მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური)  ფესტივალში „სესილი“ სელექციის შედეგად  10 ნომინაციაზე 75 ფილმი შეირჩა. ფესტივალში ქართველებთნ ერთად უცხოელი რეჟისორებიც მონაწილეობდნენ.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე ხელოვნების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტის იზა თითბერიძის ფილმმა „ქალი ძველი სახლიდან“ საერთაშორისო ჟიურის მოწონება დაიმსახურა.
ფილმის „ქალი ძველი სახლიდან“ ქრონომეტრაჟი 5 წუთია. ფილმის რეჟისორი, მემონტაჟე და სცენარის ავტორია იზა თითბერიძე, ოპერატორია ბესარიონ ორმოცაძე, პროდიუსერია ნინო გელოვანი, როლებში - თამარ მამულაშვილი, გიორგი ჭელიძე, თორნიკე ხუროშვილი. ფილმი შექმნილია თსუ კინო-ტელე ხელოვნების მიმართულების ბაზაზე.
 

Print

« იხ. ყველა სიახლე