2009-05-27

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, დოქტორმა გუნტერ პლოიგერმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შეხევედრას დაესწრნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ფაკულტეტების წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აკადემიური თანამშრომლობის პერსპერქტივები ყველა დარგობრივ სფეროში, მათშორის იურიდიული, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებებით. აკადმიური თანამშრომლობა გულისხმობს სამეცნიერო მასალებისა და ინფორმაციის გაცვლას, აკადემიური პერსონალის და სტუდენტების გაცვლით პროგრამებს, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას.
მხარეებს შორის თანამშრომლობა ხორციელდება პრაღის შეთანხმების საფუძველზე, აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. გერმანულმა მხარემ რეგიონალურ პარტნიორად ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩია.
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის მთავარი მიზანია აღმოსავლეთის ქვეყნებთან დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობა და ხელი შეუწყოს მათი ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს. კონკრეტულად დაეხმაროს აღმოსავლეთის ქვეყნებს ევროკავშირთან დაახლოებაში.
Print

« იხ. ყველა სიახლე