2020-09-23
კონრად ადენაუერის ფონდმა ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ათი სტიპენდიატი გამოავლინა
მომდევნო, მე-3 და მე-4 სემესტრებში სტიპენდიების გაგრძელება დამოკიდებული იქნება სტუდენტთა მოსწრებაზე.
ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე 2020 წელს ჩარიცხული სტუდენტებიდან კონრად ადენაუერის ფონდმა სტიპენდიატები კონკურსის საფუძველზე შეარჩია. შესარჩევ კომისიაში მონაწილეობდნენ ფონდის წარმოადგენლები
ირინა ლაშხი და
ჯონათან ნოვაკი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორ
ნინო ლაპიაშვილთან ერთად.
გამარჯვებული სტუდენტები არიან:
ილია ნოზაძე (საქართველო);
მეგი ჯალაღონია (საქართველო);
ეკატერინე ზარიძე (საქართველო);
ქრისტინე მაჭარაძე (საქართველო);
დავით ხიმშიაშვილი (საქართველო);
ელიზავეტა კოჩეკოვა (უკრაინა);
გრიგორი გუზუნი (მოლდოვა);
ელდარ ჰამზალი (აზერბაიჯანი);
რიტა ქეშინიანი (სომხეთი);
ლილიტ ხაჩატრიანი (სომხეთი).
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2007 წელს დაარსდა და ახორციელებს ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ევროპისმცოდნეობაში, ასევე, რეგიონალურ ინტერდისციპლინურ პროგრამას ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში. წელს ინსტიტუტი გახდა ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის გამარჯვებული.
« იხ. ყველა სიახლე