2009-10-05

28 სექტემბერი – სწავლის დაწყების დღე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 28 სექტემბერს სწავლა დაიწყო.
4000-მდე პირველკურსელი, განახლებული პროგრამები და აღდგენილი ინფრასტრუქტურა – სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების დასახვედრად საგანგებოდ მოემზადა. სწავლის დაწყების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში 10:00 საათზე დაიწყო.
საქართველოს ჰიმნისა და უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას მისალმების შემდეგ 30 მაღალრეიტინგული სტუდენტების დაჯილდოვება შედგა. უნივერსიტეტმა და მეგობარმა ორგანიზაციებმა ყველა ფაკულტეტიდან შერჩეული 5 საუკეთესო სტუდენტი დაასაჩუქრეს. სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ რჩეულ 6 სტუდენტს საჩუქრად პორტატიული კომპიუტერი გადასცა. საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული პირველკურსელი ანა ნუსხელაძე კი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტია, უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილებით მეორე სემესტრიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით მიუნჰენში სწავლას განაგრძობს.
სწავლის დაწყებისადმი მიღვნილ ღონისძიებაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები პორტატიული კომპუიტერებით განათლების მინისტრისგან პირადად დაჯილდოვდნენ, გარდა ამისა თსუ-ის სტუდენტური თვითმართველობის წარმომადგენლებისგან პირველკურსელებმა ციფრული ფოტოაპარატები და კომპანია ჯეოსელისგან ქსელში ჩართული ტელეფონები მიიღეს. სახელმწიფო უნივერსიტეტმა კიდევ ერთი გამორჩეული პრიზი დააწესა, რომელიც მაღალრეიტინგულ 6 სტუდენტს უნივერსიტეტის უხუცესმა პროფესორმა მარიკა ლორთქიფანიძემ გადასცა და სახელმწიფო უნივერსიტეტში მისულ ახალ თაობას წარმატეტებები უსურვა. სამახსოვრო საჩუქრები ყველა დაჯილდოვებულს კომპანია რედ ბულმაც უსახსოვრა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს განახლებული პროგრამებით და აღდგენილი ინფრასტრუქტურით შეეგება. ამასთან ერთად, მიმდინარე სასწავლო წელს იგეგმება მრავალი ახალი პროექტის განხორციელება, რომელშიც თითოეული სტუდენტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
Print

« იხ. ყველა სიახლე