2010-04-16

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ტაოპრივატბანკს შორის

16 აპრილს თსუ-სა და ტაოპრივატბანკს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. თსუ-ის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა რექტორმა გიორგი ხუბუამ, ხოლო ტაოპრივატბანკიდან დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ბოგდან ლესიუკმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში პირველად თსუ-ს ეკონომიკური პროფილის სტუდენტებისთვის მოეწყოს სკაიპვიდეოკონფერენციები, რომელშიც ჩაერთვებიან სტუდენტები უკრაინიდან. ამავე საშუალებით უკრაინელი და ქართველი სტუდენტები  მონაწილეობას მიიღებენ თამატურ ოლიმპიადებსა და შეჯიბრებებში. ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბანკს დაუთმობს აუდიტორიას, რომელშიც ტაოპრივატბანკის სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს. თსუ-ს სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას ბანკის ფილიალებში, სწავლის პარალელურად ჩაერთვებიან შრომით საქმიანობაში, გაუჩნდებათ საკუთარი შემოსავლის წყარო, ჩამოუყალიბდებათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ახალი ურთიერთობები. საბანკო პროდუქტების რეალიზაციაში ჩართულ სტუდენტებს ტაოპრივატბანკი დაუმზადებს და საჩუქრად გადასცემს უნივერსალურ საკრედიტო ბარათებს, სადაც მათ მიერ გამომუშავებული ბონუსი ჩაერიცხებათ. წარმატებული სტაჟიორი სტუდენტები ჩაირიცხებიან ბანკის საკადრო რეზერვში, ხოლო გამორჩეულად წარჩინებულნი და აქტიურნი დასაქმდებიან ტაოპრივატბანკის ქსელში.
Print

« იხ. ყველა სიახლე