2009-10-26

24 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნანტის უნივერსიტეტს (საფრანგეთი) შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ–ის რექტორმა პროფესორმა გიორგი ხუბუამ და ნანტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა პროფესორმა ივ ლეკუენტმა.

24 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნანტის უნივერსიტეტს (საფრანგეთი) შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ–ის რექტორმა პროფესორმა გიორგი ხუბუამ და ნანტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა პროფესორმა ივ ლეკუენტმა.
ხელშეკრულება ითვალისწინებს:
ა) სტუდენტთა გაცვლას პარიტეტულ საფუძვლებზე, საკვალიფიკაციო ნაშრომების თანახელმძღვანელობის შესაძლებლობებით; ბ) სპეციალისტების გაცვლას საერთო ინტერესების მქონე სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ფარგლებში ინდივიდუალურად განსაზღვრული პერიოდით; გ) საერთო ინტერესების შემცველი სამეცნიერო თემატიკის დამუშავებას, ბოლონიის პროცესის ჩარჩოებში, თანამშრომლობას განათლებისა და პროგრამების განვითარების დარგში; დ) ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებას; ე) სამეცნიერო–კვლევითი დოკუმენტაციის, ინფორმაციისა და პუბლიკაციების გაცვლას; ვ) ორმხრივი ინტერესების შემცველ დარგებში გამოცდილების გაზიარებას; ზ) დისერტაციების წინასწარ ექსპერტიზას ორ ქვეყანაში არსებული ტრადიციების გათვალისწინებით; თ) ევროპულ და საერთაშორისო კონკურსებში ერთობლივ მონაწილეობას.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანამშრომლობა შეეხება შემდეგ დისციპლინებს:
– მეცნიერება და ტექნიკა (ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა, გეოლოგია);
– მასწავლებელთა პროფესიული მომზადება, განათლების მეცნიერებები;
– ეკონომიკა და მართვა;
– უცხო ენები (აღმოსავლური ენები და ფრანგული, როგორც უცხო ენა);
– გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები.
თსუ–ის რექტორმა, ბატონმა გიორგი ხუბუამ აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულება მხოლოდ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას კი არ ემსახურება, არამედ სასიკეთოდ წაადგება ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობასაც.
Print

« იხ. ყველა სიახლე