2016-04-03

უნივერსიტეტების რანჟირების U-Multirank-ის რუკაზე თსუ-ს მაჩვენებლები აისახა

ერთ-ერთი ყველაზე გლობალური უნივერსიტეტების რანჟირების U-Multirank-ის რუკაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაჩვენებლები აისახა. რანჟირება 5 კატეგორიაშია წარმოდგენილი - სწავლა და სწავლება, კვლევა, ცოდნის ტრანსფერი, საერთაშორისო ორიენტაცია და რეგიონალური საქმიანობა. აღნიშნულ რუკაზე საქართველოს სამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა წარმოდგენილი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საკმაოდ კარგი შედეგები აქვს მთელ რიგ პარამეტრებში. მათ შორის: კვლევაში, საერთაშორისო ორიენტაციასა და საერთაშორისო ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების ქვეკატეგორიაში.

U-Multirank უდიდესი დამოუკიდებელი საუნივერსიტეტო რანჟირებაა, რომელიც 2014 წელს დაიწყო ევროკომისიის ერაზმუს+ პროგრამის დაფინანსებით და ყოველწლიურად აქვეყნებს 90-ზე მეტი ქვეყნის 1300-მდე უნივერსიტეტის მონაცემებს (3250 ფაკულტეტი და 10700-ზე მეტი სასწავლო პროგრამა).
Print

« იხ. ყველა სიახლე