2009-07-15

იბერიელი წინაპრების სახლში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ უნიკალური აღმოჩენა გააკეთა. IV საუკუნით დათარიღებული ოქროს დისკო განვითარებული სოციალური სტრუქტურის უტყუარი დასტურია და პირველი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პერიოდს ემთხვევა. Eექსპედიციის ხელმძღვანელის პროფესორ ვახტანგ ლიჩელის მიერ საუკუნეების წინანდელი ისტორიის გაცოცხლებას საზოგადოებამ თვალი 10 ივლისს შეავლო. დედაქალაქიდან გასულ დამთვალიერებელთა ექსპედიციას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შეუერთდა, ვახტანგ ლიჩელი კი სამი ათასი წლის წინანდელი ისტორიის მთხრობელი გახდა. Uუნივერსიტეტის ექსპედიცია გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიურ გათხრებს უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილზე ავტომაგისტრალის გაყვანის სამუშაოების პარარლელურად არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებით არის დაკომპლექტებული, კულტურული ძეგლის შესწავლა დაიწყო. პირველივე მონაპოვარმა ცხადყო, რომ არქეოლოგებს საქმე ისტორიული მნიშვნელობის უნიკალურ ძეგლთან ჰქონდათ. ყოველდღიურად არქეოლოგების ხელში 2400 წლის წინანდელი სასმისები, საუკუნეებს გადარჩენილი თიხის ჭურჭელი, სხვადასხვა სახის სამკაული, ძვლოვანი ნაშთი და თავისი მნიშვნელობითა და დანიშნულებით უიშვიათესი ნივთები ხვდებოდა. არქეოლოგების გაოცებას მწყობრი სამაროვანი განლაგება და მყარი სოციალური სტრუქტურის მანიშნებელი დეტალები იწვევდა. Mმანამ, ვიდრე მიწის ფენა უნიკალურ ოქროს დისკოს გადაეცალა. საუკუნეებით შენახული ისტორია იმ ინფორმაციას
მოგვაწვდის, რომელიც თანამედროვე ადამიანის წარმოდგენას გაამდიდრებს და არსებული წყობის შესახებ სრულ სურათს შეუქმნის.
“ამოღებული ძვლის ნაშთით დასტურდება ორი ადგილობრივი - ქართველური და წინააზიური რასის წარმომადგენლების არსებობა.
ამ პერიოდში განვითარებულ მევენახეობას ადასტურებს აღმოჩენილი ვაზის სასხლავი დანა, რომელიც არაერთ სამაროვანში ვიპოვეთ.
ჩვენ ახლა წარსულში ვბრუნდებით და იბერიელების ხელით ნაკეთ ნივთებს ვეხებით; ჩვენ მათ სახლს ვსტუმრობდით და ხელუხლებელ სამაროვანში შენახული ისტორია ვიხილეთ”, - მოგვითხრო ექსპედიციის ხელმძღვანელმა და დღემდე აღმოჩენილი ნივთები საზოგადოების წინაშე მათი ისტორიით გააცოცხლა.
არქეოლოგიური გათხრები იგოეთში, გრაკლიანის გორაზე გზის მშენებლობასთან ერთად დაიწყო. როცა მაგისტრალი ამ ტერიტორიაზე გაივლის სამაროვანი მიწის ქვეშ მოექცევა, თუმცა არქიტექტურულ და კულტურულ ნაშთს მანამდე ამოიღებენ, დარჩენილი ტერიტორიის არქეოლოგიურ შესწავლას კი სავარაუდოდ ისევ განაგრძობენ.
მანამდე კი უკვე ნაპოვნ 35 ათასამდე ექსპონატს და 200-მდე ნასახლარს შეისწავლიან, მოპოვებული ინფორმაციით ახლის აღმოჩენას და დაუსრულებელი ისტორიის გავრცობას შეეცდებიან.
უახლოეს პერიოდში აღმოჩენილი უნიკალური ოქროს დისკო თავის თავზე უამრავ ისტორიას ყვება, მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანს - ადასტურებს.
Mმცენარეული ორნამენტებით შემკული დისკო წარჩინებული პიროვნების ჩინის აღმნიშვნელი ატრიბუტი უნდა ყოფილიყო.
“დისკოზე აღმოჩენილი ქსოვილის ნარჩენები მეტყველებს იმაზე, რომ მსგავსი ისიგნია მაგრდებოდა ტანსაცმელზე და მაღალი რანგის მოხელის
ატრიბუტად მოიაზრებოდა. იქვე აღმოჩენილი ბრინჯაოს დისკო, რანგით უფრო დაბალი მოხელის უნდა ყოფილიყო, თუმცა მსგავსი ტიტულის დამადასტურებელი ნივთის ტარების უფლება ყველას არ ჰქონდა”, – აღნიშნა ვახტან ლიჩელმა.
ამასთან ერთად ბრინჯაოს დისკოს დამზადება და ოქროს გადაკვრის ტექნოლოგია, მისი მცენარეული ორნამენტებით მოხატვა და ნახატის თანაბარი წყობა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტექნოლოგია უკვე მაღალგანვითარებულ დონეზე იყო. დისკოს არსებობა ადასტურებს რომ სახელმწიფოს მოწყობისთვის აუცილებელი ყველა პირობა ამ დროისათვის უკვე არსებობდა; მაღალგანვითარებული სოციალური სტრუქტურა პირველი ქართული მონარქიის ჩამოყალიბებისთვის ემზადებოდა. მსგავსი განაცხადი აქამდე აღმოჩენილ ნივთებს შორის არცერთს არ გაუკეთებია. დისკოს უნიკალურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს.
Uუნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ არქეოლოგიური სამუშოების დათვალიერების შემდეგ მსგავსი ექსპედიციების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა - “პირველ რიგში ეს სტუდენტების პროფესიონალური ზრდის ძალიან კარგი საშუალებაა. ისინი საერთაშორისო სტანდარტების არამარტო თეორიულ, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვებებსაც შეიძენენ. ჩემთვის როგორც იურისტისთვის მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვება თუ როგორ მდიდრდება ინფორმაციით იბერიის სახემწიფოს ფორმირების წინაპერიოდი. დასტურდება საზოგადოების მაღალი განვითარების დონე. ჩვენი სახელმწიფო სწორედ ამიტომ არის ძლიერი, რადგანაც იკვებება იმ დიდი ტრადიციებით, რომლის თვითმხილველნიც დღეს გავხდით”.
ექსპედიციის მონაპოვარს მალე მუზეუმში გადაანაწილებენ, ყველაზე მნიშვნელოვანს კი გამოსაკვლევად საზღვარგარეთ წაიღებენ. უნიკალური დისკო ქიმიურ დამუშავებას არ ექვემდებარება, ამიტომაც მისი გამოკვლევა და გაწმენდა ცნობილი მუზეუმის სამეცნიერო ცენტრში მოხდება. Aამის შემდგომ ინფორმაცია უფრო სრული იქნება. შეცვლის თუ არა ისტორიას უნიკალური აღმოჩენა არავინ იცის, თუმცა წარსულზე ინფორმაციის დახვეწას და სრული სურათის შექმნას ისტორიული ისიგნია ნამდვილად შეძლებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი, ექსპედიციებს განაგრძობს, წარსულის კვალდაკვალ ვახტანგ ლიჩელი და ჩვენი სტუდენტები მომავალშიც წარმატებულ … მსვლელობას გეგმავენ.
Print

« იხ. ყველა სიახლე