2013-03-25
ლექცია-ტრენინგი სამოქალაქო თავდაცვის თემაზე
![](/data/image_db_innova/PR/treningi.jpg)
„მივესალმები უნივერსიტეტის ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან საგანგებო სიტუაციისას მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის პერსონალმა იცოდეს როგორ მოიქცეს. მათ უნდა შეეძლოთ პირველადი სწორი რეაგირების მოხდენა. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით უნივერიტეტის პერსონალს გადამზადებაში. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებიც არიან ჩართულნი ამ პროგრამაში. პირველ ეტაპზე ჩავატარებთ თეორიულ სწავლებას, ხოლო მეორე ეტაპზე საგანგებო სიტუაციების სამსახურში ჩავუტარებთ პრაქტიკულ მეცადინეობებს”, - განაცხადა თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გიორგი გორაშვილის თქმით, „სამოქალაქო თავდაცვისუნარიანობის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენი სურვილია, რომ სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში როგორც თსუ ადმინისტრაციული პერსონალი, ისე სტუდენტებიც გადაემზადონ. ამ მიზნით, სამოქალაქო თავდაცვის თემაზე ჩვენს სტუდენტებს არჩევითი საგანიც შევთავაზეთ“.
ღონისძიების ორგანიზატორი თსუ უსაფრთხოების სამსახური და თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი მართვის სააგენტო იყო.
« იხ. ყველა სიახლე