2009-11-27

ახალი სასტიპენდიო პროგრამები

სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამასახურმა გერმანიაში უმაღლესი განათლების მისაღებად სხვადასხვა პროგრამები წარმოადგინა. აღნიშნული ღონისძიება თსუ–ის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ–გერმანული ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა. სასტიპენდიო პროგრამები განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის და პროფესორ–მასწავლებლებისთვის.
ღონისძიებაზე გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის  კავკასიის განყოფილების დირექტორმა მონიკა ფრციბისცმა  თავისი პროექტი წარმოადგინა  და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ – მასწავლბლებს გერმანიაში მოქმედ უმაღლეს უნივერსიტეტებში მიმდინარე სწავლების პროცესზე და სიახლეებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც უჩვენა.  გერმანიის აკადემიური  გაცვლის სამსახურის წამახალისებელი პროგრამები  ქართულ – გერმანულ უნივერსიტეტებთან არსებული კონტაქტების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.


Print

« იხ. ყველა სიახლე