2012-05-30

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და გერმანიის საერთაშორისო დახმარების საზოგადოებას შორის

30 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის საერთაშორისო დახმარების საზოგადოების (GIZ) "კერძო სექტორის განვითარების პროგრამებს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად ,  GIZ- ის "კერძო სექტორის განვითარების პროგრამები"  თსუ-ს ქიმიური ლაბორატორიის ტექნიკოსების მოსამზადებელ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში დაეხმარება.
       თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „ეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებს, რომლებიც ქიმიის მიმართულებით სწავლობენ, აძლევს შანსს, რომ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა კომპანიებში.“
    პროგრამის - „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ხელმძღვანელმა საქართველოში ბრანკო ვენერტიმ აღნიშნა, რომ „პროექტი ხელს შეუწყობს თსუ ქიმიური ლაბორატოორიისა და ამ მიმართულებით სასწავლო კურსის განვითარებას. პროგრამა ძირითადად პრაქტიკულ მეთოდოლოგიაზე იქნება დაფუძნებული, სადაც ჩართულები იქნებიან სხვადასხვა კომპანიები“
პროექტის მიზანია ქიმიური, ფარმაცევტული, კვების, კოსმეტიკური და გარემოს დაცვის ინდუსტრიისთვის ქიმიური ლაბორატორიის ტექნიკოსის პროფესიული კადრების მომზადება. პროექტის პარტნიორები  არიან ქართული კომპანიები და საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი , მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის  EU CHEMLAB  პროექტის კონსორციუმის წევრებთან ერთად (გერმანიის,  პოლონეთის,  თურქეთის   და   საბერძნეთის   უნივერსიტეტები,  განათლების  სამინისტრო,     პროფესიული   გაერთიანებები და   კომპანიები).

Print

« იხ. ყველა სიახლე