2015-07-16
" განათლება 21–ე საუკუნეში: მულტიკულტურალიზმი, ბავშვთა უფლებები და გლობალური მოქალაქეობა"
![](/data/image_db_innova/PR/m.jpg)
აღნიშნულ პროექტში თსუ-ს მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ ასოცირებული პროფესორი იზაბელა პეტრიაშვილი, პროექტის ქართული მხარის თანაკოორდინატორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათ ფაკულტეტის პედაგოგიკის ინსტიტუტი; პროფესორი ნინო ჩიქოვანი, ასოცოცირებული პროფესორი ქეთევან კაკიტელაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტი; სპეციალური მიწვევით, თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი იოსებ სალუქვაძე.
კონსორციუმის ფინალურ შეხვედრაზე პროფ. იზაბელა პეტრიაშვილმა წარმოადგინა ანგარიში ზემოაღნიშნულ პროექტში თსუ–ს მონაწილეობის, შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული წარმატებების შესახებ. ასევე, პროექტში მონაწილე თსუ პროფესორებმა საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები მულტიკულტურული განათლების სფეროში. http://sites.gordon.ac.il/conf2015/
« იხ. ყველა სიახლე