2010-04-08

1989 წლის 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

8 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1989 წლის 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა მოაწყვეს.  ღონისძიების ფარგლებში წინასწარ გამოცხადებული სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. ესსეების კონკურსში სახელწოდებით: „1989 წლის 9 აპრილის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში“  სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 25 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. სამი გამარჯვებული ფულადი პრემიით და სამახსოვრო სიგელით დაჯილდოვდა.
Print

« იხ. ყველა სიახლე