2016-07-01

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობდა 3 კანდიდატი -  ასოცირებული პროფესორი მიხეილ ამაღლობელი, პროფესორი  მანანა ხაჩიძე,   ასოცირებული პროფესორი  რამაზ ხომერიკი. ერთმა კანდიდატმა - დავით კერესელიძემ მოხსნა კანდიდატურა. არჩევნების შედეგედ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა ასოცირებულმა პროფესორმა რამაზ ხომერიკმას დაიკავა.

არჩევნებში მონაწილე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 34 წევრიდან 25-მა ამომრჩეველმა რამაზ ხომერიკის სასარგებლოდ მისცა ხმა. დანარჩენ კანდიდატებზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: მანანა ხაჩიძე - 6 ხმა, მიხეილ ამაღლობელი - 1 ხმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე