2010-03-05

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

       საქართველოს ეროვნულ ბანკში ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის და საქართველოში მოქმედმა ცხრა უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა ხელი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს. მემორანდუმი გულისხმობს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. მემორანდუმის მიხედვით ეროვნული ბანკი სტაჟირების გასავლელად ტესტირების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელიი კურსის სტუდენტებს აიყვანს და უზრუნველყოფს მათთვის პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენისათვის სათანადო პირობების შექმნას. ექვსთვიან სტაჟირებას წელიწადში სხვადასხვა სასწავლებლის ხუთი წარმატებული სტუდენტი გაივლის, სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ახალგაზრდების დასაქმებაზეც იზრუნებს.
       “მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისათვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზრუნავს არამარტო მაღალი ხარისხის განათლების მინიჭებაზე, არამედ თითოეული სტუდენტის მომავალ წარმატებულ დასაქამებაზეც”, - აღნიშნა სახელმიწფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ.
        „ჩვენი ინიციატივის მთავარი ამოცანაა, საშუალება მივცეთ წარმატებულ სტუდენტებს ადგილზე გაეცნონ იმ ნოვაციებს, რომელსაც ეროვნული ბანკი საბანკო სფეროს სთავაზობს. თავად გახდნენ პროცესის მონაწილეები, გაეცნონ მსოფლიოს ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებს“, – განაცხადა შეხვედრის დასასრულს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.






თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე