2014-09-30

ფოტოგამოფენა სახელწოდებით- „ჩვენ ვრჩებით სვანეთში!“

30 სექტემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიხსნება ფოტოგამოფენა სახელწოდებით- „ჩვენ ვრჩებით სვანეთში!“

თსუ  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები, ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ფოტოჟურნალისტიკის სახელოსნოს ფარგლებში, მიმდინარე წლის მაისში ხაიშის თემს ესტუმრნენ.

სვანეთში ხუდონჰესის აშენების შესახებ მსჯელობა ჯერ კიდევ 35 წლის წინ დაიწყო. სოფლის არსებობა-არარსებობის საკითხიც 35 წელია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პროექტის „ჩვენ ვრჩებით სვანეთში !“ - მიზანი იმ სოფლის ყოველდღიური ცხოვრების ასახვა იყო, რომელიც ათეულობით წელია გადასახლების მოლოდინში ცხოვრობს.

პროექტის ავტორია ფოტოხელოვანი ნათელა გრიგალაშვილი, მონაწილეები: გიორგი შავერდაშვილი, მარიანა ბაბაიანი, სალომე გორგოძე, სოფიო მაისურაძე, ცისია ცერცვაძე.

გამოფენა გაგრძელდება 1 კვირის განმავლობაში (30 სექტემბრიდან-7 ოქტომბრამდე)

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, საგამოფენო დარბაზი





                                                                #

« იხ. ყველა ანონსი