2016-06-03

შეხვედრა კინორეჟისორ სერგეი გოლოვეცკთან

3 ივნისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ტარდება შეხვედრა ცნობილ კინორეჟისორ სერგეი გოლოვეცკთან (ბელორუსია), რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას დოკუმენტურ კინოზე, მოეწყობა  ფილმების  ჩვენება და  გაიმართება დისკუსია.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: თსუ, VI  კორპუსი, 303-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი