2010-05-05

პროფესორ ესტატე ხმალაძის სახელობის სტიპენდია თსუ–ში

5 მაისს, 14:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ესტატე ხმალაძის სახელობის სტიპენდიის გადაცემის ცერემონია გაიმართება. ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორის ესტატე ხმალაძის სტიპენდია მათემატიკაში 2009–2010 სასწავლო წლისათვის გაიცემა.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა ორი სტიპენდიატი, მაგისტრები ბესიკ ჩიქვინიძეს და ბიძინა აბესაძეს სტიპენდია 1000 დოლარის  ექვივალენტი ლარში ერთი წლის განმავლობაში გადაეცემათ.
მაგისტრატურის სტუდენტებისათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსი ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა 2009 წლის 1 ნოემბერს გამოაცხადა.  

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის XI (ბიოლოგების) კორპუსი, აუდიტორია №107



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი