2019-07-25

რექტორთა კონფერენცია თსუ-ში

25 ივლისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება რექტორთა კონფერენციის პირველი სხდომა. კონფერენციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს აკრედიტებული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელები დაესწრებიან. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი