2016-04-05

საუბარი თვალით აზროვნებასა და სტილის ისტორიაზე

5 აპრილს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გია ბუღაძე საჯარო ლექციას ,,საუბარი თვალით აზროვნებასა და სტილის ისტორიაზე" გამართავს.

ლექცია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის საჯარო ლექციათა ციკლის:ლექტორიუმი ცოდნის მოყვარულთათვის -"SCIENTIA POTENTIA EST" ფარგლებში ჩატარდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპუსი, 220-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი