2010-03-09

ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC –(აისეკი) სტუდენტებს გაცვლით პროგრამებს სთავაზობს

       ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 23-24 მარტს, 16:00 საათზე ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC  (აისეკი) გაცვლითი პროგრამის შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
       1 მარტიდან ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ  (AIESEC -აისეკი)   სტუდენტების სტაჟირების პროგრამისათვის შესარჩევი ეტაპები დაიწყო. სტუდენტებს ეძლევათ საშუალება განავითარონ ლიდერული უნარ-ჩვევები, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, პრაქტიკით გაიმდიდრონ თეორიული ცოდნა და შექმნან გლობალური კავშირები.
       AIESEC  (აისეკი) მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას ახალგაზრდებისათვის. იგი ეხმარება სტუდენტებს აღმოაჩინონ, განავითარონ საკუთარი პოტენციალი და ჰქონდეთ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: fut@aiesec.ge  
ონლაინ აპლიკაციისთვის ეწვიეთ საიტს: exchange. aiesec.ge




მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, მცირე საკონფერენციო დარბაზი.





თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა ანონსი