2009-11-12

30 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბერლინის კედლის დაცემასთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიება გაიმართება.

30 ნოემბერს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბერლინის კედლის დაცემასთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიება გაიმართება. სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით პროექტის ფარგლებში მოეწყობა ალან პარკერის 1982 წელს  გადაღებული ფილმის „The Wall“-ის ჩვენება. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან კინომცოდნე გოგი გვახარია და ხელოვნებათმცოდნე დავით აკრიანი. მის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, რუმინეთის აუდიტორია #332
« იხ. ყველა ანონსი