2010-03-11

გარემოს დაცვის სამართალი – “ELSA”-ს ახალი პროექტის პრეზენტაცია

      ის რაც აქტუალურია ევროპაში, აქტუალურია ჩვენთანაც, ვინაიდან ჩვენ თამამად ვართ ევროპის ნაწილი!
       “ELSA” მწვანე მომავლისთვის! – ამ დევიზით ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოში, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, ახალი პროექტის პრეზენტაციას წარმოადგენს. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 12 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება.
       პროექტი “გარემოს დაცვის სამართალი” აღნიშნულ სფეროში სამართლის სკოლის გავლას და გარემოს დაცვის სამართლის თემაზე კონფერენციის ჩატარებას გულისხმობს.  პროექტის მიზანია საქართველოში გარემოს დაცვის სამართლის, როგორც სამართლის დარგის განვითარება, საზოგადოებაში გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლება და იურისტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
       პრეზენტაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიორგი ხაჩიძე და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა დაესწრებიან.


       მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული,   იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი