2017-05-08

საჯარო ლექცია თემაზე „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და თანამედროვე გამოწვევები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში“

8 მაისს,  12:15 საათზე, თსუ იურიდიული ფაკულტეტი  უმასპინძლებს საჯარო ლექციას თემაზე „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და თანამედროვე გამოწვევები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში“.

ლექციის ფარგლებში განხილული იქნება:
  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არსი და განსხვავება სხვა საერთაშორისო სასამართლოებისგან;
  • პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების წარმართვის პრინციპები;
  • 2008 წლის ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების სავარაუდო ვადები და შედეგები.

ლექციას ინიციატორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მას წარუძღვებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: თსუ, პირველ კორპუსი, იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი (აუდიტორია №06)



« იხ. ყველა ანონსი