2020-07-10

პეტრე მელიქიშვილი - 170

10 ივლისს, 11.00 საათზე, კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელის და პირველი რექტორის, პეტრე მელიქიშვილის დაბადებიდან 170 წლისთავთან დაკავშირებით თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები ყვავილებით შეამკობენ თსუ პანთეონში პეტრე მელიქიშვილის საფლავს.

აღნიშნულ თარიღს ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის მიერ მოწყობილი გამოფენა. ექსპოზიციაში გამოიფინება მეცნიერის მემორიალური ნივთები, ფოტო და დოკუმენტური მასალა, რომელიც მოგვითხრობს პეტრე მელიქიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის თაობაზე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი


« იხ. ყველა ანონსი