2015-06-01

გამოფენა "არქიტექტურა არარატის ფონზე"

1 ივნისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესრიტეტიში გამოფენა "არქიტექტურა არარატის ფონზე" გაიხსნება. ღონისძოებას თსუ ხელოვნების ინსტიტუტის მაგისტრანტები გამართავენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2015 წლის 23-26 აპრილს სომხეთში განხორციელებული სტუდენტური ექსპედიციის ამსახველი ფოტოები. ღონისძიებაზე ასევე წაიკითხავენ მოხსენებებს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი