2013-01-24

თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და კილის უნივერსიტეტის ერთობლივი სემინარი

24 იანვარს, 15.00 საათზე თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ქრისტიან ალბრეხტის სახელობის კილის უნივერსიტეტის (გერმანია) აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი სემინარი გაიმართება.

სემინარის თემატიკა შეეხება ევროპის ნასყიდობის სამართალს, საერთაშორისო კერძო სამართალსა და შედარებით სამართლისმცოდნეობას და აღმოსავლეთ ევროპის საკორპორაციო სამართალს.

სემინარს გაუძღვებიან კილის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ალექსანდრე ტრუნკი და პროფესორი ლადო ჭანტურია.
მოხსენებები წარიმართება გერმანულ და ინგლისურ ენებზე. სემინარი 25 იანვარს დასრულდება.

 მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი,  აუდიტორია N101
« იხ. ყველა ანონსი