2015-05-29

ტრადიციული თურქული რეწვის გამოფენა

29 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თბილისის თურქული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ტრადიციული თურქული რეწვის გამოფენა გაიმართება.

10.00 საათზე  - სამხატვრო მიმართულების სახელოსნოში თურქეთიდან ჩამოსულ კულტურის საბჭოს ხელოვანებთან ერთად ვორქშოფი ჩატარდება;
14.00 საათზე -   მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ტრადიციული თურქული რეწვის გამოფენა გაიმართება.

ტრადიციული რეწვის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მინიატურის, მხატვრული მინიატურის, კალიგრაფიის, ებრუსა და ფაიფურის ნიმუშები.
გამოფენის მხარდამჭერები არიან თურქეთის ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

« იხ. ყველა ანონსი