2015-05-28

მუხრან მაჭავარიანის ხსოვნის საღამო

28 მაისს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული ,,კლუბი 93-ე აუდიტორია“ აწყობს პოეტ მუხრან მაჭავარიანის ხსოვნის საღამოს, რომელიც მისი გარდაცვალებიდან 5 წლისთავს ეძღვნება.

პოეტმა 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსები 1952 წელს გამოქვეყნდა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში".

საღამოზე წარმოდგენილი იქნება მუხრან მაჭავარიანის პოეზიის ნიმუშები, პოეტის შემოქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო  მასალა და ოჯახის არქივში დაცული ფოტოები. მოწვეული სტუმრები გაიხსენებენ  პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედებით გზას.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის №1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ნიკო ცხვედაძის სახელობის აუდიტორია №206

« იხ. ყველა ანონსი