2010-03-08

ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

       ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის ცენტრი 9 მარტს, 17:00 საათზე ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ჩაატარებს. სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის, თანამშრომელი ქალბატონებისა და სტუდენტებისათვის ცენტრის ორგანიზებით თეატრალური წარმოდგენა გაიმართება. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები და სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასი მხატვრული კითხვის საღამოს წარმოადგენენ.

       მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსი, სააქტო დარბაზი.




თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge


« იხ. ყველა ანონსი