2010-04-16

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონიის ელჩის მეუღლე ესტუმრება

16 აპრილს, 13:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის ელჩის მასაიოში კამოჰარას მეუღლე ეწვევა. დიპლომატის მეუღლე სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ  იაპონური ენისა და კულტურის ცენტრს გაეცნობა და სტუდენტებს გაესაუბრება. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გეგმებიც განიხილება.
იაპონიის მთავრობის კულტურული გრანტის ფარგლებში იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლის მარტის დასაწყისში გაიხსნა. 2009 წლის 12 თებერვალს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემასა და თსუ-ს, როგორც გრანტის პროექტის ბენეფიციარს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც კულტურული გრანტის ეტაპობრივ გამოყოფას გულისხმობს.


მის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსი, III სართული, აუდიტორია №306



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი