2019-03-25

ოთარ ბაქანიძე - 90

26 მარტს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და უკრაინისტიკის ცენტრი მართავს პროფესორ ოთარ ბაქანიძის დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ  სამეცნიერო კონფერენციას -  ქართულ-უკრაინული ლიტერატურულ-კულტურული დიალოგი.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დოკუმენტური ფილმის - დიდი მამასახლისის "პატარა უკრაინა" - ჩვენება (ავტორი  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" რედაქტორი - ნინო კაკულია).

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 1. თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი