2014-06-06

მასწავლებელთა II კონფერენცია

6 ივნისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მართავს მასწავლებელთა  II კონფერენციას - უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს  (სწავლებისა და განათლების პრობლემები).

კონფერენცია მიზნად ისახავს უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას; მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს  სწავლების ხარისხის გაზრდას როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში და განავითარებს პედაგოგიკის მეცნიერების თეორიასა და პრაქტიკას; განათლების სპეციალისტების, საუნივერსიტეტო პროფესიული საზოგადოებისა და საშუალო სკოლის მასწავლებლების მიერ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებისას განსაზღვრული სასწავლო მიზნების სირთულეებისა და პრობლემების ანალიზს; პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით, პრობლემური საკითხების დასმასა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვას სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზებისა და ფორმების შემუშავების მიზნით.

კონფერენცია 7 ივნისს დასრულდება.

მისამართი: ქუთაისი, ნიკეას II შესახვევი №8




« იხ. ყველა ანონსი