2016-01-29

კონფერენცია თემაზე "ბუნებრივი რესურსების მართვა"

30 იანვარს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია „ბუნებრივი რესურსების მართვა“. ღონისძიებას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია, ცენტრის წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრებიან.

კონფერეციაზე წაიკითხავენ მოხსენებებს ბუნებრივ რესურსებზე სალიცენზიო ფასწარმოქმნის ალტერნატიული მეთოდოლოგიის, წმინდა მიმდინარე ფისკალური ეფექტისა და ბუნებრივი რესურსების განკერძოების საკითხებზე.

კონფერენციის მსვლეობისას გაიმართება დისკუსია.

კონფერენციის ორგანიზატორია თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი. ღონისძიების პარტნიორები არიან - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საზოგადოება 20/30 და ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 107 (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი