2010-04-23

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის იუბილეს აღნიშნავს

23 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 134 წლის იუბილეს აღნიშნავს. 10:30 საათზე უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში ივანე ჯავახიშვილის საფლავის გვირგვინით შემკობის ცერემონია გაიმართება. თსუ-ს რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის აღდგენასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებასაც გააკეთებს.
იუბილის ფარგლებში და წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. უნივერსიტეტის II კორპუსის ფოეში ივანე ჯავახიშვილის და უნივერსიტეტის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყობა. თსუ-ს ბიბლიოთეკა პირველ ნაბეჭდ წიგნებს წარმოადგენს. ვახტანგ VI სტამბაში დაბეჭდილი უნიკალური გამოცემები და უნივერსიტეტის გამომცემლობის უახლესი ნამუშევრები გამოფენაზე ერთდროულად მოიყრის თავს.

მის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზო.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge


« იხ. ყველა ანონსი