2020-06-26

სტუდენტთა VI ყოველწლიური კონფერენცია - „ანტიკურობის თანამედროვეობა"

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით 25-26 ივნისს გაიმართება სტუდენტთა VI ყოველწლიური კონფერენცია - „ანტიკურობის თანამედროვეობა".

კონფერენცია ეძღვნება აკადემიკოს გრიგოლ წერეთლის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს და კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დაარსების 100 წლისთავს.

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით: https://zoom.us/j/2119594920

კონფერენციის პროგრამის სანახავად იხილეთ ბმული.
« იხ. ყველა ანონსი