2020-08-10

ღია კარის დღე - ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა!

10 აგვისტოს, 12:00 საათიდან–18:00 საათამდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ღია კარის დღე - ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით. 
ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე (Master’s Programme in European Studies)  2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გამოცხადებულ მისაღებ კონკურსთან დაკავშირებით ღია კარის დღეზე დაინტერესებულ პირებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი იწვევს.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ  კორპუსის 216-ე აუდიტორია (მე-2 სართული). 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: helpdesk.ies@tsu.ge, (+995)595770110, www.ies.tsu.edu.ge

« იხ. ყველა ანონსი